ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში ბოლო 48 საათში ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ სამი მეთაური და 70-მდე მებრძოლი
ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში ბოლო 48 საათში ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ სამი მეთაური და 70-მდე მებრძოლი

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში ბოლო 48 საათში ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ სამი მეთაური და 70-მდე მებრძოლი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლიბანის სამხრეთით ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეზღუდულ და მიზანმიმართულ რეიდებს „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და მებრძოლების წინააღმდეგ. ბოლო 48 საათის განმავლობაში დაახლოებით 70 ტერორისტი განეიტრალდა“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, ისრაელმა გასცა ევაკუაციის ბრძანება ლიბანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ტირეს რამდენიმე ცენტრალურ უბანში.

ლიბანის მთავრობის ინფორმაციით, ისრაელის შეტევების შედეგად, სულ მცირე, 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი, ხოლო 2,530 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 63 – ბოლო 24 საათის განმავლობაში.