ისრაელელი სამხედროების ცნობით, ჯენინსა და თულქარმში კონტრტერორისტულ ოპერაციას აწარმოებენ, რასაც, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოთხ დასახლებაში ტანკებით შევიდა.
მასშტაბური სამხედრო იერიშის დროს, სულ მცირე, 11 პალესტინელია დაღუპული, მათგან ხუთი ალ-ფარას ბანაკთან საჰაერო დარტყმის შედეგად; ექვსი კი – ჯენინში, სამხედროებთან შეტაკებისა და სარაკეტო დარტყმების დროს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯენინსა და თულქარმში კონტრტერორისტულ ოპერაციას აწარმოებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ჯენინისა და თულქარმის საავადმყოფოები დაიკავეს, ამას გარდა, ისინი ნაბლუსსა და ტუბასშიც შენიშნეს.