ისრაელელი სამხედროები ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ რამალას ოფისში შეიჭრნენ
კატარულ ტელეარხ „ალ-ჯაზირაში“ განაცხადეს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მოითხოვეს რამალაში მდებარე მათი ბიუროს 45 დღის ვადით დახურვა.
კადრები, რომელზეც ასახულია ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში და სამხედრო ბრძანების გადაცემა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის, არხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა. ამის შემდეგ ტრანსლაცია შეწყდა.
ცნობისთვის, მაისის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელეარხი „ალ ჯაზირა“ დაიხურება.
ქვეყნის მთავრობა „ალ-ჯაზირას“ ქვეყნის არაბული მოსახლეობის სახელმწიფოსა და მისი არმიის წინააღმდეგ ძალადობისკენ წაქეზებაში სდებს ბრალს.
მაისშივე ისრაელის ხელისუფლებამ ჩხრეკა ჩაატარა იერუსალიმში სასტუმროს ნომერში, რომელსაც „ალ-ჯაზირა“ ოფისად იყენებდა.