ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ ავივიდან იერუსალიმამდე მსვლელობა გაიმართა
ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ ავივში დაწყებული მსვლელობა იერუსალიმში დასრულდა.
აქციის მონაწილეებს ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული 200-ზე მეტი მძევლის ფოტოები და ისრაელის დროშები ეჭირათ.
მოგვიანებით მომიტინგეები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისისკენ გაემართნენ.
„ეს ჩვენთვის კოშმარია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ რაღაცის კეთება, პროტესტი, რათა განვაგრძოთ ცხოვრება“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ, ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.