ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი
ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
როგორც ისრაელის მედია წერს, „ჰამასი“ ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ იმ შეთანხმებას დათანხმდა, რომელსაც ისრაელი სერიოზულად არ განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ.