ისნისა და კრწანისის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, საექიმოს ქ. გასასვლელის N 1-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: საექიმოს ქ. გასასვლელის N 1.
წყლის მიწოდება შეიზღუდება კრწანისის რაიონშიც. კრწანისის ქ. N 7-თან, სატ.სადგურის მიმდებარედ კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 16:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: კრწანისის ქ. N 16-დან N 54-ის ჩათვლით, N 7-დან N 47-ის ჩათვლით, კრწანისის ქ. ჩიხს და N 1,2 გასავალს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.