ისნისა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, საექიმოს ქ. გასასვლელის N 1-ში გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში საექიმოს ქ. გასასვლელის N 1.
წყლის მიწოდება შეიზღუდება გლდანის რაიონშიც. კომპანია ჯანჯღავას ქ. III შესახვევის N 17-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ჯანჯღავას ქუჩას, შესახვევს, I,II, III შესახვევებს და ჩიხებს, კაჭარავას ქ. N 48-დან N 68-ის ჩათვლით, N 57-დან N 71-ის ჩათვლით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”. – აცხადებენ კომპანიაში.