ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულია ორი უდანაშაულო ადამიანი და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული.
მათი განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე სიმართლეს არ დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს – ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.