ისნის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება
ისნის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, მთისძირის ქ.N45-თან, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – მთისძირის ქუჩას, მთისძირის შესახვევს,მთისძირის I და II შესახვევს, ყვარელის ქ. N135-დან 161-ის ჩათვლით, 126-დან 160-ის ჩათვლით, ყვარლის VI შესახვევს, უშაკოვის ქ. N30-დან 46-ის ჩათვლით, 29-დან 39-ის ჩათვლით, ამირეჯიბის ქ N57-დან 71-ის ჩათვლით, 46-დან 58-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს” – აცხადებენ კომპანიაში.