კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 12:00 საათიდან 19 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში:
კახეთის გზატკეცილის N3, 3ა, 15, 31, 63; კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების კვეთას; ჯავახეთის ქ N 15; მოსკოვის გამზ N10, 12; რკინიგზის ჩიხს, მამისაშვილის ქუჩას, „ლუკოილს“ (მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარედ), შპს „თოლიას“ (კახეთის გზატკეცილის II ჩიხი N11-ს).
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.