ისნის რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
ისნის რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ციხისძირის I ჩიხში წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ-ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამით შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 18 სექტემბერს 23:00 საათიდან 19 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ციხისძირის ქუჩას, ციხისძირის I და II შესახვევს, ციხისძირის პირველ, მეორე და მესამე ჩიხებს, ბოგდან ხმელნიცკის მეორე და მესამე შესახვევს, გუდარეხის ქუჩას, სამრეწველოს I ქუჩას, დიდგორისა და მეველეს ქუჩებს“, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.