ისნის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად ხუთმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ისნის რაიონის გამგებელის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო ხუთმა ადამიანმა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე განმარტებით, დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ნიკა ელისაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
„პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის გაჟონვა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება. დაზიანება მიიღო ხუთმა ადამიანმა, ხუთივე გადაყვანილია შესაბამის კლინიკებში. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო იმის დასადგენად, რამ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება.
ჩვენი ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც მიიღო დამწვრობა, არის მძიმედ, დანარჩენი ოთხი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით, ამ ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.