კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რ-ის N 23-თან, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ვაზისუბნის I,II,III მ/რ, IV მ/რ-ის I კვარტალს.
„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.