ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მინისტრთა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო მთავრობების მხრიდან მიღებული ზომები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მინისტრების მოადგილეებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ დე ფაქტო მთავრობის, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, მიერ მიღებული ზომები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა ქართველი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა დაუსვა კითხვა: „მინდა, მადლობა გითხრათ, რომ სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიო სხვადასხვა ტიპის ოკუპაციას და კონფლიქტს ხედავს მთელს მსოფლიოში, ქალბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ სიტყვით გამოსვლისას, რომ გჯერათ მულტილატერალიზმის ძალის, ამასთან დაკავშირებით, რა სახის საერთაშორისო მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომ უზრუნველვყოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა?“
სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა ეკა სეფაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მულტილატერალიზმის გამოწვევა არის ის, რომ მოითხოვს დროს.
მისივე თქმით, საქართველო არის ერთადერთი სუვერენული ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ან სამხრეთ ოსეთი.
„მულტილატერალიზმის გამოწვევა არის ის, რომ მოითხოვს დროს და პატარა ნაბიჯებია, რომლებიც გასაგებია. ასევე, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ადამიანები ამის გამო კარგავენ მულტილატერალიზმის მიმართ რწმენას. მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრების მოადგილეებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ დე ფაქტო მთავრობების, რომელთაც მხარს უჭერს რუსეთი, მიერ მიღებული ზომები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებენ დე ფაქტო ხელისუფლებას, შეჩერდნენ და შემოაბრუნონ ეს პროცესი, რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო არის ერთადერთი სუვერენული ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ან სამხრეთ ოსეთი. ევროპის საბჭო გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს“, – განაცხადა სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა.