ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას, ეს არის დემონსტრირება, რამდენად მყიფეა უსაფრთხოება და რამდენად მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს ის
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას, ეს არის დემონსტრირება, რამდენად მყიფეა უსაფრთხოება და რამდენად მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს ის

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტორდის კოლბრუნ გილფადოტირის განცხადებით, ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ამ ორგანიზაციის მისიის ეპიცენტრშია.

მისივე თქმით, როგორც მონაწილე სახელმწიფოები, ყველანი პასუხისმგებელი არიან ვალდებულებების შესრულებაზე.

„ჩვენი რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მცდელობები, მათ შორის უკრაინასა და ბელარუსში არსებული სიტუაცია მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანია. აგრეთვე მთიანი ყარაბაღის რეგიონში, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩვენ აგრეთვე ვხედავთ არსებულ დაძაბულობას. ეს არის იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მყიფეა უსაფრთხოების ვითარება და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს ის. ჩვენ ვიმეორებთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში, მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნოს ყირიმზე კონტროლი უკრაინას“, –  განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.