ისლანდიაში რამდენიმე მიწისძვრის შემდეგ ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, ვულკანის ამოფრქვევა დღეს, დილით კუნძულ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით დაიწყო. ვულკანიდან ამომავალი ლავა კუნძულზე მდებარე ქალაქ გრინდავიკისკენ მიედინება. ადგილზე სიტუაციის გასაცნობად გააგზავნეს ვერტმფრენები.
ამასთან, როგორც ისლანდიელი მეტეოროლოგები აცხადებენ, გუშინ ღამით კუნძულ გრინდავიკთან ახლოს, სულ მცირე, 300 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
ცნობისთვის, უკანასკნელად რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი გასული წლის 18 დეკემბერს ამოიფრქვა, რის გამოც გრინდავიკიდან მოსახლოების სრული ევაკუაცია განხორციელდა.