„ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ერაყში ათი პოლიციელი დაიღუპა
„ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ერაყში ათი პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერაყში, ქალაქ ქირქუქის ჩრდილოეთით ადგილობრივ პოლიციასა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად შვიდი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა. ორმხრივი სროლა იყო ქალაქ მოსულშიც, სადაც სამი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
როგორც მედია წერს, მიუხედავად „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისა, ერაყის სხვადსხვა რაიონში ჯერ კიდევ მოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ხშირად ესხმიან თავს სამთავრობო ძალებს.