პალესტინურ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან შეთანხმება ახლოს არის.
„გარიგებასთან, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, გვსურს, დავადასტუროთ, რომ იქნება შეთანხმება მტრის ციხეებში რამდენიმე პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლების შესახებ, ტყვედ ჩავარდნილი 50 მშვიდობიანი მოსახლის სანაცვლოდ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 5-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რომლის საშუალებით ღაზაში საწვავი და ჰუმანიტარული დახმარება შევა“, – აცხადებენ „ისლამურ ჯიჰადში“.