„ისლამურ სახელმწიფოთსთან“ კავშირის გამო, 27 წლის გერმანელი ქალი დააკავეს
გერმანიის მოქალაქე ქალი „ისლამურ სახელმწიფოთსთან“ კავშირის გამო დააკავეს. როგორც გერმანიის ფედერალური პროკურატურა იუწყება, 27 წლის ჯენიფერ ვ, რომელსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, 29 ივნისს შვაბიას ოლქში აიყვანეს.
სამართალდამცავები დაპატიმრებული ქალის სახლშიც იმყოფებოდნენ, სადაც ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ცნობით, ჯენიფერ ვ.-მ 2014 წელს დატოვა გერმანიის ტერიტორია, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებულიყო. იმავე წელს ჩავიდა ერაყში, სადაც დჯგუფების ერთ-ერთ სტრუქტურაში მუშაობდა. მის მოვალეობაში შედიოდა ფალუჯასა და მოსულში რამდენიმე უბანში პატრულირებაა.
ანაზღაურების სახით ახალგაზრდა ქალი თვეში 70-100 დოლარს იღებდა.
ეჭვმიტანილი 2016 წელს ანკარაში, გერმანიის საკონსულოში მივიდა და ახალი დოკუმენტების მიღება მოითხოვა. შენობასთან ის თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. რამდენიმე დღეში კი ჯენიფერ ვ. გერმანიაში დააბრუნეს.
როგორც გერმანული მედია იუწყება, დეპორტირებული ქალის დაკავების ბრძანება სასამართლომ რამდენიმე დღის წინა გასცა.