„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი - ჩვენ გვჯერა, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ცოცხალია
აშშ მიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ცოცხალია. როგორც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრეტ მაკგურკმა განაცხადა, სინვარი ღაზაში მდებარე მიწისქვეშა გვირაბში ისრაელელ მძევლებთან ერთად იმყოფება.
„იაჰია სინვარი რჩება გადაწყვეტილების მიმღებად. ჩვენ გვჯერა, რომ ის ცოცხალია და ღაზაში მდებარე მიწისქვეშა გვირაბში იმყოფება მძევლებთან ერთად“, – აღნიშნა მაკგურკმა.
მაკგურკის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ ღაზაში ომი შეიძლება, დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ სინვარი დათანხმდება დარჩენილი 101 მძევლის გათავისუფლებას.