ისანში, სანაპიროსთან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს
ისანში, სანაპიროსთან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს

თბილისში, ისნის რაიონში, მტკვრის სანაპიროსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ცხედარს ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.