ისანში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
ისანში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა დღეს დილით, დოლობაურის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.