კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, თ.რაზიკაშვილის ქ. N2-ში დღეს ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
GWP-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 16:00 სთ-დან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ ისნის რაიონში რაზიკაშვილისა და გუმბრის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.
ასევე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებს საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში განახორციელებს, რის გამოც 14:00 სთ-დან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ ტიმოთებელოის, ლამბერტის, სტივენის, კლაფორთის, რაინეგსის, ბარონდებაის, ჰუბერტის, ბერტაფონზუტნერის, ხატაეთისა და შერმადინის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.