ისანი-სამგორის რაიონში დღეს 22:00 საათიდან წყალმომარაგება შეიზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აეროდრომის X ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ახალ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 22:00 საათიდან 16 მაისის, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ ისანი-სამგორის რაიონში: ხომლელის, აბაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების ქუჩებს N7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14; ჯავახეთის II და III შესახვევებს, ჯავახეთის ქ N29, ჯავახეთის ჩიხს, აბულაძის, კალაუბნის, თრიალეთის ქუჩებს.