ირმა ხეცურიანი სან-პაულუს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ირმა ხეცურიანი სან-პაულუს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

ირმა ხეცურიანი სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ქართველმა ეტლით ფარიკაობაში, 2022 წლის სან-პაულუს ტურნირზე, ხმლით ასპარეზობის ფინალში იტალიელი როსანა პასკულინი 15:7 დაამარცხა.

ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალური დაპირისპირება იტალიელ ანდრეა მოგოსთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი ქალთა ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს და დღეს, გუნდურ შეჯიბრში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.