ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე რეზოლუცია წარადგინა, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე წარადგინა ის რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს.
რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ირმა ინაშვილის თქმით, ხელს 400 ათასი ადამიანი აწერს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია.
ტექსტში ნათქვამია, რომ რეჟმმა უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტი, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურების და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, 190 ადამიანი პოლიტპატიმრად, 25 კი პოლიტიკურ დევნილად იქნა აღიარებული.
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ რეჟიმმა ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად. ტექსტში ყურადღებაა გამახვილებული 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისის და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევაზე, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრებები.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ მოსახლეობის დაშინების მიზნით ქვეყანაში გამოცხადდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რის შედეგადაც ღიად და ცინიკურად საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი, სააკავშილ-ბოკერიას რეჟმმა კი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის ჩაბარებით დაასრულა, რასაც რუსეთი მეირ საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა.
„პატრიოტთა ალიანსის“ მეირ მომზადებული რეზოლუცია ასკვნის, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები არიან მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი პოლიტ-ელიტა, მათ შორის გიგა ბოკერია, მათ მიერ კონტროლირებადი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განაყოფი „ევროპული საქართველო“.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უნდა მიეცეს სამართლებრივ პოლიტიკური შეფასება სააკავშილ-ბოკერიას მმართველობას და გამოცხადდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა საქართველოში სააკაშვლი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად.
რეზოლუცია ასევე ასკვნის, რომ 6 თვის ვადაში საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ბოლომდე არ არის მიყვანილი, ან თაროზეა შემოდებული და გამოკვეთოს დამნაშავეები და ფიგურანტები, ამ პროცესს კი ტექსტის მიხედვით, მონიტორინგი საქართველოს პარლამენტმა უნდა გაუწიოს.