ირმა ინაშვილი - უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი აქციის შემდეგ „ნაცებმა“ ფარები ჩააქრეს, 28 ნოემბერს კი მათთვის საბოლოოდ დაბნელდება
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა და „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ხან ამბობენ, 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხან ამბობენ, თითქოს ,ხუთი ათასი ადამიანი იყო, ან მხოლოდ ტურისტები იყვნენო. ამ სამარცხვინო ტყუილს არავინ დაიჯერებს. სასაცილოა ასეთი ინფორმაციების გავრცელება. ჩვენმა პარტიამ გაუწია აქციას ორგანიზება. აქციაზე იყო 85 ათასზე მეტი თბილისიდან მოსული და 14 ათას ადამიანამდე ჩვენ ჩამოვიყვანეთ რეგიონებიდან. ეს იყო უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი აქცია. ამიტომაა, ეს დეზინფორმაციები რომ ვრცელდება. ძალიან აღელვებულია „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინდელი აქციის მერე „ნაცებმა“ ფარები ჩააქრეს, 28 ნოემბერს კი მათთვის საბოლოოდ დაბნელდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.