ირმა ინაშვილი - უნდა გავერთიანდეთ, მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს
ირმა ინაშვილი - უნდა გავერთიანდეთ, მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს

დღეს ყველა საქართველოს ვიცავთ. როცა ვამბობთ, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ ვამბობთ, არა პატიმრების წამებას, არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, ქონების წართმევასა და ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ირმა ინაშვილი აქციაზე შეკრებილებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.

„საქართველო ქართველი ხალხის არის. ბოკერიები-სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს მან, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს.

კოაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ამ მანიკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. არა წარსულში დაბრუნებას, წინ მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ. დიახ, აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს უნდა ველაპარაკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება, ბრიუსელი თუ სტრასბურგი, სოხუმშიც ჩავალ. ახლა ვამბობ ამას იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.