ირმა ინაშვილი - თხუთმეტიოდე კაცია აფხაზეთში, იქაური​ სააკაშვილ-ბოკერიები, ხატმებრძოლები და თავისივე წმინდანი, აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს ღვთისმშობელთან ერთად
ირმა ინაშვილი - თხუთმეტიოდე კაცია აფხაზეთში, იქაური​ სააკაშვილ-ბოკერიები, ხატმებრძოლები და თავისივე წმინდანი, აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს ღვთისმშობელთან ერთად

18 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიითვის საჩუქრად გადაცემული ხატი უკვე გადმოაბრძანეს ენგურის ხიდზე.

ღვთისმშობლის ხატი ილორის ეკლესიიდან შაბათს გადააბრძანეს ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე.

დღეს ხატის გადმობრძანებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თავის მომხრეებთან ერთად. ხატის გადმობრძანებას ასევე ელოდებოდა ადგილობრივი და სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოება.

„ღვთისმშობელი მობრძანდა, რომელიც მთელი სამი კვირა იყო ილორის ეკლესიაში. მე და გიორგი ლომიამ 18 აგვისტოს გადავაბრძანეთ ილორის ღვთისმშობელი. ძალიან საინტერესოა, რომ ამ ხატზე გამოსახულია ევსტათი აფსილი, რომელიც არის აფხაზთა მფარველი და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, წარმოიდგინეთ იმ ხალხმა, რომელიც ხატმებრძოლია, ასეთები თხუთმეტიოდე კაცია აფხაზეთში, იქაური​ სააკაშვილ-ბოკერიები, აქაც, ჩვენთანაც არიან 21-ე საუკუნის ხატმებრძოლები და წარმოიდგინეთ, თავისივე წმინდანი, აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს. აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს ღვთისმშობელთან ერთად. ეს ღვთისმშობელი იქნება დევნილთა შემწე. ეს ღვთისმშობელი იქნება ჩვენი ქვეყნის მფარველი. ეს ღვთისმშობელი იქნება ჩვენი გონების გამნათებელი, რათა წავიდეთ შერიგებისკენ. აი, ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით და ხომ ხედავთ, რამდენი დარტყმა მივიღეთ. და თქვენ ჟურნალისტებს დიდ ნაწილს როგორი შავი სიხარულით გიხაროდათ, ხატი არ მოდის? ხატი არ მოდის? აი, რას მინდა, იცით მიაქციოთ ყურადღება, პატარა სინათლის სვეტი გამოჩნდა და ყველამ ბრძოლა დაუწყო. ეს იქაური სააკაშვილ-ბოკერიები, სოხუმში რომ ჰყავთ, ჩვენთან რომ არიან სააკაშვილ-ბოკერიები, პლუს ამას ემატება ხელისუფლების მხრიდან კობახიძის შტო, რომელმაც ასევე დიდად იღვაწა იმისათვის, რომ ეს ხატი აქეთ გადმობრძანებულიყო. ამ ხალხის საყურადღებოდ მინდა, ვთქვა, ყველაფერი ვიცი მე, სიიდან, კობახიძის ხაზი ვინ არის, ვინც ჩართული იყო ამაში. იქით უჩხიკინებდით, აი, იმ აფხაზეთში რომ არიან სააკაშვილ-ბოკერიები, იმათ უჩხიკინებდით. ყველაფერი ვიცი, ეს შტო, კობახიძის შტო რას აკეთებდა. სუს-ს ვგულისხმობ ახლა, სუს-ის მაღალჩინოსნებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ხატს ბაგრატის ტაძარში გადააბრძანებენ.

„ხატი დაბრძანდება ბაგრატის ტაძარში, საკურთხეველში იქნება მეუფე და სამღვდელო პირები. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ეს ხატი შეიტანს უზარმაზარ წვლილს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში. გიხაროდენ, ილორის ღვთისმშობელი თითეული თქვენგანის შემწე იქნება. მე ჟურნალისტებს და იმ პოლიტიკურ სპექტრს მინდა, მივმართო, რომ იკბინებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და იგესლებოდა, შავი სიხარულით რომ ხარობდნენ, გონება გაგინათოთ და გაგიხსნათ ამ ილორის ღვთისმშობელმა, რომ ასეთი რამ არასოდეს გააკეთოთ ცხოვრებაში. ხატმებრძოლობას თავი დაანებეთ. მაგრამ თქვენნაირი ხალხის გამოსწორება არ არის. ამიტომაც ეს პოლიტიკური ურჩხულები რომ დავამარცხოთ, კობახიძე, აქეთ კიდევ სააკშვილ-ბოკერიები, ახალი პოლიტიკური ცხოველი რომ დავამარცხოთ, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე. ღვთისმშობლის ხატი გიხმობთ ყველას“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.