ირმა ინაშვილი - სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ არ აფინანსებს, რომ გაყალბებული არჩევნები აღიარონ
ირმა ინაშვილი - სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ არ აფინანსებს, რომ გაყალბებული არჩევნები აღიარონ

სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ არ აფინანსებს, რომ გაყალბებული არჩევნები აღიარონ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსმა“ ცესკო მიმართა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაფინანსების საკითხზე.

„გვეკუთვნის ჩვენ კიდევ ერთი წლის მანძილზე დაფინანსება. მე სხვა პარტიებთან მიმართებაში არ მინდა ვიყო კრიტიკული. სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ არ აფინანსება, რომ გაყალბებული არჩევნები აღიარონ. არჩევნების გზა გაიარეს პარტიებმა, არავინ ელოდა, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. ჩვენ არ ვუსვამთ შეკითხვას „ქართულ ოცნებას“. გამყალბებელი ბიუჯეტიდან იღებს 20 მილიონ ლარს ოთხი წლის მანძილზე, თვეში ეს არის ოთხასი ათასი და რა დააშავეს პარტიებმა. მოვუწოდებ, ეს ოცი მილიონი ლარი „ქართულ ოცნებას“ გამოყონ, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას, ამაში დაიხარჯოს ეს თანხა. ახლა თქვენ ნახეთ, რა სიტუაციაა, მიიტაცეს ხმები და ახლა იპარავენ ბიუჯეტის ფულს და ამავდროულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პარტიები თურმე დაფინანსებას იღებენ. სახელმწიფოს ეს დაფინანსება არავითარ კავშირში არ არის არჩევნების გაყალბებასთან. შენ რომ არჩევნები გააყალბე, კიდევ ოც მილიონს ლარს არ უნდა იღებდე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.