ირმა ინაშვილი - რუსეთმაც თვითონ დაიცვას თავი, ამერიკამაც და სხვამაც, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მადარდებს
ირმა ინაშვილი - რუსეთმაც თვითონ დაიცვას თავი, ამერიკამაც და სხვამაც, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მადარდებს

ჩემი ქვეყნის თემა არ არის სკრიპალი, რომელიც ბრიტანეთისა და რუსეთის ორმაგი აგენტი იყო და რომ დაგევალებინა, საქართველოში ტერაქტს მოაწყობდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლოდროინდელი იდიოტური განცხადებებით გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა. დღეს ევროსაბჭოს დეპუტატები დიდ ბრიტანეთს პასუხს სთხოვენ, სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ფაქტები დადოს და შენ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ, თავს სად ჰყოფ?! მხარს რომელ სკრიპალს უჭერ?! რა ვიცით სკრიპალმა, როგორც რუსეთის ჯაშუშმა, 2008 წელს აქ რა ჩაიდინა?!“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკამ საქართველოს ინტერესები არ უნდა შეიწიროს.

სკრიპალის მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები გაწირე და ლომს პირდაპირ ხახაში მიეცი. რუსეთმაც თვითონ დაიცვას თავი, ამერიკამაც და სხვამაც, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მადარდებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.