ირმა ინაშვილი - „ქართულ ოცნება“ არის დანაშაულის მონაწილე, სხვა შემთხვევაში გიგა ბოკერიას არ ექნებოდა ეს გონორი
„ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ვეუბნები, რომ თქვენ ხართ დანაშაულის თანამონაწილე, რადგან დამნაშავეებს აფარებდით ხელს მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც ასე აგრძელებთ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გიგა ბოკერიას არ ექნებოდა ის გონორი, რაც აქვს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულებების გამო არავინ დასჯილა და საინტერესოა, სად არის პროკურატურა.
„ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ვეუბნები, რომ თქვენ ხართ დანაშაულის თანამონაწილე, რადგან დამნაშავეებს აფარებდით ხელს მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც ასე აგრძელებთ. ეს რომ არ ყოფილიყო, გიგა ბოკერიას არ ექნებოდა ის გონორი, რაც აქვს. მინდა, შეგახსენოთ, აგვისტოს ომის მძიმე დღეები, როდესაც გაყიდეთ, გააჩუქეთ კოდორი და ახალგორი მოწინააღმედეგეზე. პირდაპირ მივმართავ პარლამენტს, პროკურატურას და საქართველო ხელისუფლებას, შევქმნათ საგამოძიებო კომისია ამ პარლამენტში, თუ პროკურატურის გამოძიების თავი და ერთი ადგილი არ აქვს, ჩვენ ვიტვირთოთ ამ მძიმე საქმეების გამოძიება და დავასრულოთ ეს ამბავი და ეს მორალური განუკითხაობა, რასაც ადგილი აქვს ამ პარლამენტში. როდესაც შენი ქვეყნის მიწების 22% ოკუპირებულია და შენს კონსტიტუციაში არ წერია, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა პრეამბულაშია წერია, რომ ვილტვით ევროპული ალიანსისკენ, მგონი, ხელს არ შეუშლიდა ამ ლტოლვას იმისი დაფიქსირება, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში არც ერთი სტრუქტურისა და არც ერთი ინსტიტუტის წამომადგენლის გამოსვლისას არ მოუსმენია კონკრეტული გეგა და სტრატეგია, როგორც აპირებს საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და აპირებს თუ არა.
„იქნებ იმას გვთავაზობს ვინმე და ვინმეს ბოროტ ტვინში იხარშება იდეა, რომ ცხინვალისა და სოხუმის გარეშე შევიდეთ ნატო-ში თეორიულად და ვიცით, რომ ასეთ ხალხიც არის, ვინც ამაზე ოცნებობს და ახლავე იცოდეთ, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ჩვენ სოხუმთან და ცხინვალთან ერთად გვინდა ცხოვრება მომავალში, შერიგება გვინდა და ჩატეხილი ხიდების აღდგენა გვინდა და არა კოცონების დანთება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.