ირმა ინაშვილი - პარლამენტში შესვლის დღიდან, ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ასეთ უპრინციპობასა და ღალატს არ ველოდი
პარლამენტში შესვლის დღიდან, ინჯია აღმოჩნდა კობახიხის სრულ მორჩილებაში, რაც ჩემთვის ძალზედ სამწუხაროა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საარჩევნო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ინაშვილი აცხადებს, ინჯიას მხრიდან ირიბად თუ პირდაპირი სახით განცხადებები, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„მინდა, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძისა და ფრიდონ ინჯიას ქმედებებს. მთელი ამ თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით პროცესს. ყურადღება თუ მიაქციეთ, არავითარი კომენტარი გამიკეთებია პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ დღეს მინდა, მკაფიოდ ვთქვა, პარლამენტში შესვლის დღიდან ინჯია აღმოჩნდა კობახიძის სრულ მორჩილებაში, რაც ჩემთვის ძალზედ სამწუხაროა. პარლამენტში შესვლის დღიდან, ფრიდონ ინჯია კობახიძის დავალებით ხან ირიბად, ხან პირდაპირ აცხადებს, რომ თურმე არჩევნები არ გაყალბებულა. ამგვარ უპრინციპობასა და ღალატს ფრიდონ ინჯიასგან ნამდვილად არ ველოდი.
დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ სმსგზავნილი, სადაც ფრიდონ ინჯია განიცდიდა, როგორ ყალბდებოდა არჩევნები სამეგრელოს რეგიონში და როგორ იქცეოდა „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სტრუქტურა. სისხლის სამართლის დანაშაულზეა აქ საუბარი, რადგან ამომრჩევლის მოსყიდვა, სისხლის სამართლის დანაშაულია. პარლამენტში მუშაობს ე.წ. კომისია დაკავშირებით. მოვუწოდებ ფრიდონს, ეს შეტყობინება გამყალბებელ კობახიძესთან ერთად განიხილოს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. არაერთი ასეთი შეტყობინებაა და არ დავზარდები, რომ გავუგზავნო სხვა ასეთი შეტყობინება, სადაც ინჯია საუბრობს, „ქართული ოცნება“ და სუს-ი როგორ ერევა სამეგრელოს არჩევნებში და აყალბებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ბრიფინგზე ინაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, თუმცა სურთ, წევრი წაართვან.
ინაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში.
„ირაკლი კობახიძემ გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, რომ ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ცდილობს ინჯიას გამოყენებას. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა. იძულებული და ვალდებული რომ არ ვიყო, საერთოდ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი.
ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიმდინარეობს საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობის ფორმატში. ვიცით, რომ ფრიდონი იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი პარტიის კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში აღნიშნავს, რომ თურმე სურს, საკუთარი წევრი ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ მას გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი. როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი ჩვენ წაგვართვას. ეს არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა.
საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში და თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, გადალახა ბარიერი, ეს არის პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებაში. ფრიდონი პარლამენტში აღმოჩნდა იმ ფუნქციით, რომ კობახიძის დავალებები შეასრულოს, რაც სამწუხაროა. ეს პროცესი მეტყველებს მეათე მოწვევის პარლამენტის არასიჯანსაღეზე. მინდა, ვუთხრა კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსენდება, ვინც ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა და ზოგი ღრუბელზე მაღლა იყო. ეგონათ, ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ ამგვარად არ გაგრძელდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.