ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია. ეს „ქართულ ოცნებას“ ჩაფიქრებული და მომზადებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ მაშინ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ საარჩევნო პროცესში და „ქართულ ოცნებას“ არ მივეცით ხელისუფლების გადაბარების საშუალება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეს მალე დატოვებს.
„ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია ჩვენს პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი. ჩვენ წლებია მუდმივად ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაცოცხლებასა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების გადაბარებაში. 20 ქალაქში მეორე ტურია გამოცხადებული და ნათელია, რომ ნახევარს მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ექვსი წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს – არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ ციხიდან. ივანიშვილიც, მაქსიმუმ 6-8 თვეში სრულად გადააბარებს ხელისუფლებას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და აქტიურად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ინაშვილმა.