ირმა ინაშვილი - მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მივიღებთ, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არა, „პატრიოტთა ალიანსი“ ყველა შემთხვევაში აგრძელებს ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას ელჩებთან ინდივიდუალურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.
„ყველა რაუნდში მონაწილეობდა ჩვენი პარტია და ძალიან აქტიურად. ველით მეხუთე რაუნდს. ჩვენი ინფორმაციით, იანვარაში უნდა დაინიშნოს ეს რაუნდი და ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება. ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არ შეთანხმდება, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს ბრძოლას და საქმიანობას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ინაშვილმა.