ირმა ინაშვილი - დღევანდელ აქციაში მონაწილე ადამიანებს არ უნდათ, ქვეყანა დაბრუნდეს ძალადობის, ქონების წართმევისა და ადამიანების წამების ეპოქაში
სააკავშილი-ბოკერიას მმართველობას საზოგადოება აფასებს, როგორც დანაშაულებრივ რეჟიმს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ყველა ის ადამიანი მონაწილეობს, რომელსაც წარსულში დაბრუნება არ სურს.
„დღეს ამ აქციაში მონაწილეობს ყველა ის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს წარსულში, არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ტერორის, ძალადობის, ქონების წართმევის, ადამიანების წამების ეპოქაში. ეს იყო სააკავშილ-ბოკერიას მმართველობა. სწორედ ამ რეჟიმის შეფასებას ითვალისწინებს ჩვენი რეზოლუცია, რომელიც პარლამენტშია შეტანილი და პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი კენჭისყრა.
დღეს ჩვენ გავიხსენებთ იმ რეჟიმის მიერ მოკლულ ადამიანებს, და რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს, რადგან სხვა არჩევანი ქვეყანას არ აქვს. ვაშაძის მხარდაჭერა ნიშნავს დაბრუნებას წარსულში და იმ რეალობაში, რომელსაც თავი დავაღწიეთ 2012 წელს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.