ირმა ინაშვილი - ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.
„სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე, მოვითხოვთ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები. ამავდროულად, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას, ეს იქნება უწყვეტი, ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. 7 ნოემბერს შაბათს საღამოს 17:00 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახლა ეტაპზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.