ირმა ინაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მორალური უფლება არ აქვთ, ხმა აიმაღლონ და ტერორზე ილაპარაკონ
აკაკი ბობოხიძე, სერგი კაპანაძე ეს ის ხალხია, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში თავად იყვნენ, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა,არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მის განაყოფს, „ევროპულ საქართველოს“ მორალური უფლება არ აქვთ, დღეს ხმა აიმაღლონ და ტერორზე ილაპარაკონ.
„ბიზნესის ტერორის მათი მოგონილია. მედია ტერორი ქვეყანაში მათი დამკვიდრებულია. ადამიანების წამება მათი ხელსაქმე და მათი ხელობა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. დღეს ამ ადამიანების მხრიდან უბრალოდ არავითარ შენიშვნას არ მივიღებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვინმეს ატერორებს. თუ ვინმე ვინმეს ატერორებს, ეს გამოძიების პრეროგატივაა და შედეგი გამოძიებამ უნდა დადოს. მე წინააღმდეგი არ ვარ პარლამენტში მთავარი პროკურორი და სხვა პირებიც მოვიწვიოთ. ამ პირებმა ამ საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოგვცენ”, – განაცხადა ირამ ინაშვილმა.