ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ბევრი ქვეყანა ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ბევრი ქვეყანა ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ბევრი ქვეყანა ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო, – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვნიმ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამომავლო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის ფასი და მიმზიდველობა არის ის, რაც ახლა განსხვავებული კუთხით ჩანს, რადგან აღმოსავლეთიდან აგრესია მოდის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უკრაინაში ომი და რუსეთის აგრესია ბევრ რამეზე მოქმედებს და ასევე ამ ურთიერთობებზეც. ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ბევრი ქვეყანა ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო. სამომავლო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის ფასი და მიმზიდველობა არის ის, რაც ახლა განსხვავებული კუთხით ჩანს, რადგანაც აღმოსავლეთიდან აგრესია მოდის. ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ბევრი სასაუბრო გვაქვს და იმედია, დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ურთიერთობების წინ წაწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.