ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, ვარადკარი ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის პოსტსაც.
როგორც ლეო ვარადკარი განმარტავს, გადაწყვეტილება როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო მიიღო.
„ვიცი, რომ აუცილებლად იქნება სპეკულაციები ჩემი გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვარადკარმა.
ირლანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მას სამომავლოდ არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
ვარადკარის სამპარტიული კოალიციის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლა ავტომატურად არ გამოიწვევს საყოველთაო არჩევნებს. ლეო ვარადკარის განცხადებით, მან სთხოვა პარტიის გენერალურ მდივანს, ახალი ლიდერის არჩევნები 16 აპრილს ჩანიშნოს. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ირლანდიის პარლამენტს, აღდგომის შემდეგ აირჩიონ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი.