ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთი დღე ექიმად იმუშავებს

00:46, 06.04.2020

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი კვირაში ერთი დღე ექიმად იმუშავებს და მედიკოსებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

ვარადკარს სამედიცინო განათლება აქვს. ის შვიდი წლის განმავლობაში ექიმად მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ექიმთა მონაცემთა ბაზაში უკვე დარეგისტრირდა. „გარდიანის“ ინფორმაციით პრემიერი უკვე ეხმარება ინფიცირებულებს სატელეფონო კონსულტაციით.

მსგავსი