ირლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პუტინის გარდაცვალების შემთხვევაში ირლანდია სამძიმარს არ გამოთქვამს
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პუტინის გარდაცვალების შემთხვევაში ირლანდია სამძიმარს არ გამოთქვამს. როგორც გამოცემა „ინდეფენდენთი“ წერს, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადქარმა ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ეხებოდა 1945 წელს ირლანდიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ეიმონ დე ვალერას მიერ ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის გამო გერმანიისთვის გაგზავნილ სამძიმარს.
„მე არ ვფიქრობ, რომ პუტინის სიკვდილის შემთხვევაში ირლანდია სამძიმარს გაუგზავნის რუსეთს. მე ვერც იმას წარმოვიდგენ, რომ ჩვენი დელეგაცია დაესწრება პუტინის დაკრძალვას“, – განაცხადა ვარადქარმა.
ცნობისთვის, ირლანდია უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. თუმცა, ირლანდიელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საუბარია სამხედრო ნეიტრალიტეტზე და არა პოლიტიკურზე.