ირლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი გახდება.
ის ერთადერთი პრეტენდენტია, რომელმაც პარტია „ფაინ გელის“ წევრებმა პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს.
37 წლის საიმონ ჰარისი ამჟამად განათლების მინისტრის პოსტს იკავებს და ის ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება.
პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 20 მარტს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადქარმა მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ოფიციალური კენჭისყრა პარლამენტში 9 აპრილს გაიმართება.