ირლანდიელი დეპუტატი შონ ჰაუგი - ევროკავშირისთვის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
ჩვენ გვჭირდება იმ საკითხების ეფექტურად მოგვარება, რაც გაფართოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა, – ამის შესახებ ირლანდიელმა დეპუტატმა, შონ ჰაუგიმ მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეთა ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
ირლანდიელი დეპუტატის თქმით, ევროკავშირისთვის გაფართოების საკითხი მნიშვნელოვანია.
„გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირისთვის. ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადს აკეთებენ დასავლეთ ბალკანეთში, ასევე უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ გვჭირდება იმ საკითხების ეფექტურად მოგვარება, რაც გაფართოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა“, – განაცხადა შონ ჰაუგიმ.