ირლანდიაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი და შვიდი წლის ბავშვი დაიღუპნენ
ირლანდიაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი და შვიდი წლის ბავშვი დაიღუპნენ

ირლანდიაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი და შვიდი წლის ბავშვი დაიღუპნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Irish Times-ი ავრცელებს.

თვითმფრინავს დუბლინში მცხოვრები დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მართავდა. ის პარაშუტისტთა კლუბის აეროდრომიდან აფრინდა. ჩამოვარდნამდე თვითმფირნავიდან 16 პარაშუტისტი გადახდა, მათ შორის გარდაცვლილი ბავშვის მამაც იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავიაკასტროფის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.