ირლანდიამ ბრიტანეთთან ფრენები 48 საათით შეაჩერა
ირლანდიამ ბრიტანეთთან ფრენები 48 საათით შეაჩერა

ირლანდიამ დიდ ბრიტანეთთან ფრენები შეაჩერა. ახალი შეზღუდვა ძალაში დღეს შუა ღამიდან შევა და მომდევნო 48 საათის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, ფრენები დიდი ბრიტანეთიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში იქნება აკრძალული. მინისტრთა კაბინეტი შეზღუდვის საკითხს ხელახლა სამშაბათს განიხილავს.

ფრენების აკრძალვა დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ „კოვიდ-19“-ის ახალ სახეობას უკავშირდება.

დატოვე კომენტარი