ირლანდია მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ ერთხელ აწესებს
ირლანდია მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ ერთხელ აწესებს

ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ ერთხელ აწესებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყნის მთავრობის განკარგულებით, 21 ოქტომბრიდან ირლანდიაში კარანტინი ამოქმედდება. მოსახლეობის უმეტესობა კვლავ დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას. დაიკეტება გალერიები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები კი მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას.

სამი მეოთხედით შემცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. მოსახლეობას უფლება ექნება სახლიდან მხოლოდ ხუთი კილომეტრის მანძილზე გადაადგილდეს.

ამასთან, ირლანდიაში სკოლები და ბაღები კვლავ ღია იქნება. ახალი ზომები ძალაში 6 კვირის განმავლობაში დარჩება.

ირლანდიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 50 993 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1852 ადამიანი.

დატოვე კომენტარი