ირის ანტმანი - ჩვენ და კვიპროსი თანაბარი ძალის გუნდები ვართ, ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული #1TVSPORT
კვიპროსში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ავარჯიშა და მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. მოედანზე თანაბარი ძალების მქონე გუნდები გავლენ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. თამაშის დღეს ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული.
ამ შეკრებაზე მათ ეტყობათ, რომ გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდათ. ლიეტუვის ნაკრებთან თამაში საკმაოდ კარგად დავიწყეთ. მეტოქეს ორი გოლი გავუტანეთ, მაგრამ ჩვენივე შეცდომების შემდეგ ლიეტუველებმა ორი გოლი გაგვიტანეს. ასეთი ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში მომდევნო თამაშებში ქულების მოპოვებას შევძლებთ“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს 31 მაისს – სტუმრად, ხოლო 4 ივნისს თბილისში ეთამაშება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.