ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე - ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის შემდეგ გვინდა ხელოვანებს, რომ კულტურა იყოს პოლიტიკური?
ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე - ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის შემდეგ გვინდა ხელოვანებს, რომ კულტურა იყოს პოლიტიკური?

ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის შემდეგ გვინდა ჩვენ, ხელოვანებს, რომ ხელოვნება და, ამ შემთხვევაში, კულტურა იყოს პოლიტიკური? – ამის შესახებ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე სოციალურ ქსელში წერს.

ლომინაძე ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების პროტესტს და აცხადებს, რომ ხელოვანებს მუდმივად ყოფდა „ნაციონალური მოძრაობა“.

„მახსოვს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა ასე ჩვენში და გვყოფდა მუდმივად. ამ ტრადიციას აგრძელებს ახლა დოიაშვილი და მისი „ახალი თეატრი?!!” ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? ვერ გვხედავთ და არ იცით, რომ მეტნი ვართ, ვისაც მტკივნეულად გვახსოვს, როგორ გვყოფდნენ და ვისაც ეს აღარ გვინდა? ჰოდა, მოდით, ნუ შევდივართ იმ საპარლამენტო პროცესში, რომელიც პოლიტიკურია. და თუ შევალთ, მაშინ მოგიწევთ ჩვენი აზრის მოსმენაც და ჩვენ უმრავლესობაში ვართ! ფულს რომ იღებ, კარგია და საიდან და რისთვის იღებ, ამ ინფორმაციის გასაჯაროება რა გახდა? რა გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აზრი და მე ვერ გამოვიყენებ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი (თუ ვიკადრე და ჩემს ქვეყანას ვაკადრე) ქუთაისის სახელმწიფო თეატრის სცენას პოლიტიკური მიზნებისთვის და ვერ ვაჩვენებ სამყაროს, რა უმსგავსობებს ჩადიოდნენ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ყოფნისას??? მაგრამ არ ვიკადრებ და არ ვაკადრებ. ამიტომ სჯობს, დავრჩეთ ჩვენს პროფესიულ ველზე და ნუ დავიწყებთ ხელოვანებს შორის პოლიტიკურ კამათს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად „ნაცების“ მობრუნებას ხელისუფლების სათავეში არასოდეს არ დავუშვებ, სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს“, – წერს ირინე ლომინაძე.