ირინა ვერეშჩუკი - მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში დღეს 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში დღეს 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევაკუირებულებს შორის ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან, კერძოდ კი, მარიუპოლიდან, მანგუშიდან, ბერდიანსკიდან, ტოკმაკიდან და ვასილევკადან.
„მადლობა გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს. მადლობა ჰუმანიტარული კოლონის თანამშრომლებს: მძღოლებსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება“, – წერს ვერეშჩუკი ფეისბუქპოსტში.